საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც დღის წესრიგით განსაზღვრული ორი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.

დეპუტატება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს საპროექტო წინადადების მოწონებასა და „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მცხოვრები ნინო თათუხაშვილის, შვილის ანი მერაბიშვილისთვის დახმარების გაწევის შესახებ“-გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ოქტომბრის N204 განკარგულებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი დაესწრო.