საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ლემშვენიერას, ჯანდარას, ბირლიკისა და ნაგების მცხოვრებლებს შეხვდნენ

ღია დიალოგის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილეები – რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, სოფელ ლემშვენიერას, ჯანდარას, ბირლიკისა და ნაგების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მოსახლეობასთან უშუალო დიალოგისას სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის საჭიროებები გამოვლინდა, რაზეც მერისგან ადგილობრივებმა მყისიერი რეაგირების პირობა მიიღეს.

“ჩვენ მოვდივართ თქვენთან, თქვენი საჭიროებების მოსასმენად და პრობლემზე სწრაფი რეაგირებისათვის. მე მჯერა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, სულ მალე ჩვენს სოფლებში აღარ გვექნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა შიდა გზები, გარე განათება, სასმელი და სარწყავი წყალი, მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვა და სხვა”, განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა.

ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.