საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო აქციას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა

„დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ქ.გარდაბანში კონკრეტული ლოკაცია დაასუფთავეს.

აქციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილეებთან, რევაზ ეგაძესთან და დუნიამალ გაჯიევთან ერთად შეურთდა.

გარდაბნის მერიის ცნობით, პარალელურად დასუფთავების აქცია ჩატარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადსხვა ლოკაციაზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი უერთდება მსოფლიო კამპანიის მოწოდებას – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა, ჩვენი პასუხისმგებლობაა.

აღნიშნული აქცია ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით რიგი ქვეყნების ხელისუფლებას აერთიანებს, რომელიც ყოველ სექტემბერს იმართება და მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.