საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 25 ბაგა-ბაღს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი გადაეცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა.(ა.)ი.პ სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულების 25 ბაგა-ბაღისთვის საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას’’ მიერ პროექტის ,,სკოლამდელი ინფრასტრუქტურის შეფასება და ბუნებრივი კატასტროფებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მზაობის ამაღლება საქართველოში’’ ფარგლებში მოხდა ხანგრძლივი გამოყენების სხვადასხვა ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის გადაცემა, კერძოდ:

ცეცხლმაქრები, ცეცხლმაქრის ყუთები, სახანძრო გადასაფარებლები, ქვიშის მოედნებისთვის საჭირო ინვენტარი და საევაკუაციო მიმართულებების ნიშნულები.
პროექტი პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.