საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების კეთილმოწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარებს.

სოფელ სართიჭალის #2 და მუღანლოს საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

გარდაბნის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ორივე ობიექტზე იცვლება კარ-ფანჯარა, კეთდება ახალი სახურავი და შენობის შიგნით ეწყობა სველი წერტილები.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, შპს „აისი დეველოპმენტი“ და შპს „გლობალ სერვის+“ ასრულებს. ხელშეკრულების თანახმად სართიჭალის #2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 156, 897 ლარი, ხოლო სოფელ მუღანლოს საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 289, 465 ლარია გაწერილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდება.