საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2019 წლის იანვარი-ივნისის ანგარიშს აქვეყნებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი 2019 წლის იანვარი-ივნისის ანგარიშს აქვეყნებს.

საანგარიშო პერიოდში საკრებულოში ჩატარდა:

საკრებულოს 13 სხდომა (6 გეგმიური და 7 რიგგარეშე)

ბიუროს 7 სხდომა (6 გეგმიური და 1 რიგგარეშე).

სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 6 სხდომა.

საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის 8 სხდომა.

სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 7 სხდომა.

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 7 სხდომა.

სოციალურ საკითხთა კომისიის 8 სხდომა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 6 სხდომა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ 3 სხდომა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ 0 სხდომა.

ფრაქცია „ახალი გარდაბანი“ 0 სხდომა.

საკრებულოს სხდომებზე მიღებული იქნა 13 დადგენილება და 178 განკარგულება, გამოიცა საკრებულოს თავმჯდომარის 56 ბრძანება.

საანგარიშო პერიოდში საკრებულოში შემოვიდა 422 კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით 18 განცხადება. ყველა მათგანზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა რეაგირება.

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი.

„მინდა ყურადღება გავამახვილო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა, სწორედ, რომ ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტია. უკვე დასრულებულია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული რამდენიმე პროექტი. სოფელ თელეთში მოეწყო გარე-განათების ქსელი, ქალაქ გარდაბანში, სოფელ სართიჭალასა და სოფელ ახალსოფელში გაკეთდა სპორტული მოედნები, სოფელ გამარჯვებასა და სოფელ სართიჭალაში დასრულდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობების მშენებლობა, მოასფალტდა სოფელ მარტყოფის, ახალსოფლის, ლემშვანიერას, გზების კონკრეტული მონაკვეთები და დასრულდა სოფელ მუღანლოს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რეგიონულმა ფონდმა დააფინანსა.

მიმდინარე წელს სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება, პროექტის მიხედვით აშენდება 2 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები. გამარჯვების ბაღი 110, ხოლო კუმისის ბაღი 90 ბავშვზე იქნება გათვლილი. პროექტის ღირებულება 3 379 029 ლარს შეადგენს. ასევე უმნიშვნელოვანესია ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 962 897 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით გაკეთდება ახალი სცენა, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, ფანჩატური და კაფე.

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაჯილდოვდა 67 წარმატებული სპორტსმენი და 36 მწვრთნელი (ჯამში ჯილდოდ გაცემულმა თანხამ შეადგინა – 55. 810 ლარი).

სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 27 მოქალაქის სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსება, თანხის რაოდენობამ შეადგინა – 167. 338 ლარი.

მინდა აღვნიშნო, რომ საკრებულოს ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული და მონაწილეობს ყველა იმ პროცესში, რომელიც პრიორიტეტულია და მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენს გუნდს აქვს აქტიური კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთან მოსვლა და თავისი პრობლემების გაზიარება. გარდა ამისა გვაქვს გასვლითი შეხვედრები მოსახლეობასთან, მიმდინარე წელს გაიმართა 8 გასვლითი შეხვედრა, რომელშიც ჩემთან ერთად საკრებულოს სხვა წევრები იყვნენ ჩართული, ჩვენ საკუთარ სოფლებში შევხვდით მოსახლეობას, რათა უკეთ გაგვეგო მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ“, აღნიშნულია გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში.