საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეშვიდე გეგმიური სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის – ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგით მეშვიდე გეგმიური სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 11 საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სოფელ თელეთში მცხოვრები ცისანა მერაბიშვილისთვის დახმარების გაწევის საკითხს, ასე გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოვების საკითხს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ გარდაბანში დ. აღმაშენებლის ქუჩა N73-ში მდებარე, ს/კ N81.15.13.235 შენობება-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 77.74 კვ.მ შიდა ფართის ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ გარდაბნის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემისა და საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხებს.