საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ამაღლების დღესასწაულთან ერთად, “თელეთობა” იზეიმეს

ღონისძიებას, რომელიც ძირითადად სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

,ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში და ტურნირი ფეხბურთში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით, თასებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ, რომლის ორგანიზატორიც მერიის, განათლების, კულტურის, ახლაზრდობისა და სპორტის სამსახურია. ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებული ფალავანი ტრადიციულად ყოჩით დასაჩუქრდა.

დღესვე, რამაზ ბუდაღაშვილმა თელეთის ამაღლების სახელობის ტაძრის, სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა და ტაძრის წინამძღვარს შეხვდა.