საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, 153 ბენეფიციარს სასაჩუქრე ნობათი გადასცა

1ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, 153 ბენეფიციარს სასაჩუქრე ნობათი გადასცა. მათ შორის არიან, მრავალაშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ლეიკემიით დაავადებული მოზარდები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, მიმდინარე წლის მოქმედი სოციალური პროგრამით, მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით მიიღო: დედ-მამით ობოლმა 10 ბავშვმა, ხოლო ამავე პროგრამის შესაბამისად მატერიალური დახმარება 250 ლარის ოდენობით ჩაერიცხა: ლეიკემიით დაავადებულ 2 ბენეფიციარს.