საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრები 21 ოჯახი დაიტბორა

28 მაისს, სტიქიის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრები 21 ოჯახი დაიტბორა.
უხვმა ნალექმა და სეტყვამ ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები დაიტბორა.
დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ადგილზე ვითარების შესასწავლად იმყოფებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.
სტიქიასთან გამკლავებას, გუშინ მთელი ღამის მანძილზე ცდილობდნენ, გარდაბნის მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის გარდაბნის რაიონული სამსახურის მეხანძრე-მაშველები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში მუშაობას იწყებს, ზარალის დამთვლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა, კომიისის მუშაობის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.