საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში რამდენიმე შიდა ქუჩა, ბროწეულასა და მზიურის აგარაკებზე კი, სავარგულები დაიტბორა

21 მაისს, უხვი ნალექის შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, რამდენიმე შიდა ქუჩა, ბროწეულასა და მზიურის აგარაკებზე კი სასოფლო–სამეურნეო მიწის სავარგულების მცირე ნაწილი დაიტბორა.

ადგილზე მონიტორინგის მიზნით, მერის მოადგილეები რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი, მერიის ინფასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია,რომ მზიურის აგარაკებზე, მდინარე ნორიხევის ნაწილს, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გასულ წელს ჩაუტარდა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა, მოსახლეობის დატბორვის რისკი. აღნიშნული სამუშაოების გაგრძელება მიმდინარე წელსაც ეგეგმება, რაც სრულად აღმოფხვრის მდინარის ადიდების შედეგად მიწის ჩამორეცხვის საშიშროებას.

ამ დროისათვის სოფელ მარტყოფში, შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. მთელი დღის მანძილზე კონკრეტრულ ლოკაციაზე, მუნიციპლიტეტის საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადნლები, დეტალურად გაეცნენ უხვი ნალექის შედეგებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება ზარალის დამთვლელი დროებითი კომისიის შექმნაც.