საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73-ე წლისთავი აღნიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73-ე წლისთავი აღნიშნეს. ქალაქ გარდაბანში, ახალ სამგორსა და ნორიოში არსებული, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების შემსრულებელმა, რევაზ ეგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა შეამკეს.

ღონისძიებას მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანი და მათთან გათანაბრებული რამდენიმე პირი დაესწრო.

მემორიალების გვირგვინით შემკობის ცერემონიის დასრულების შემდეგ კი, როგორც გარდაბნის, ასევე ახალი სამგორისა და ნორიოს მემორიალებთან მცირე საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრთან“ არსებული ანსამბლი „ბეთანია”, ამავე ცენტთან არსებული ახალი სამგორის ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრისა და ნორიოს თეატრალური წრის ბავშვები მონაწილებდნენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარს, ხოლო ვეტერანთან გათანაბრებულ პირებს 300 ლარს გადასცემს. ამჟამად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 11 ვეტერანი და 27 ვეტერანთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.

ინფორმაციასა გარდაბნის მერია ავრცელებს.