საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

21 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის – ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, მორიგი გეგმიური სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 9 საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

📌 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მცხოვრები, თამარ შოშიაშვილისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

📌 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქ. გარდაბანში მცხოვრები, ელენა იუსუბოვასთვის დახმარების გაწევის საკითხი.

📌 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მცხოვრები, ზაზა ფოცხვერაშვილისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

📌 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მცხოვრები, სულიკო პეტრიაშვილისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

📌 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში მცხოვრები, ლიანა გამჯაშვილისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

📌 გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის – მიშიკო კალაიჯიშვილის და მწვრთნელის – თორნიკე ხიდეშელის დაჯილდოების საკითხი.

📌 გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის – გიგი მდივანის დაჯილდოების საკითხი.

📌 გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის – სანდრო ძამაშვილისა და მწვრთნელის – ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2462.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ს/კN81.15.08.397, ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სუფთა ქალაქისთვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხი.