საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, სოფელ სართიჭალაში სასაწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და შიდა გზების დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და მშენებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცეს.

მონიტორინგის ფარგლებში, ხელმღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ სოფელ მარტყოფში შიდა გზების რეაბილიტაციის, სამუსიკო სკოლის მშენებლობისა და მარტყოფი-ღვთაების მონასტრის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს.

ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს სოფელ საცხენსსა და ახალსოფელში, სადაც ბოლო 40 წელია საგზაო ინფრსატრუქტურა არ მოწყობილა. სამშენებლო პროცესი რეგიონული განვითრების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჯამში, 1′ 200′ 000 ლარი იხარჯება.

სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა და ხარისხი შეფასდა ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში, სადაც ამ ეტაზპე საგზაო ინფარსტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. შოთა რეხვიაშვილმა და რამაზ ბუდაღაშვილმა, ასევე ადგილზე დაათვალირეს გარდაბანში, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასრულებული სპორტული მინი სტადიონიც, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71′ 520 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.