საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა

12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა.

სოფლის სახალხო დღესასწაულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მარტყოფის ბრძოლის ველზე საცხენოსნო ჯირითი, მკლავჭიდი და ქართული ჭიდაობა გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებებში მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენები, სიგელებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აპარნობის სახალხო დღესასწაული, ტრადიციისამებრ აღდგომიდან მეორე კვირას იმართება, რომლის ორგანიზატორი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაა.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.