საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ბაღის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა, სამუშაოები კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ სოფელში საბავშვო ბაღი წელს პირველად გაიხსნა და ის 100-მდე ბავშვის მიღებას შეძლებს.

ბაღის გახსნის ცერემონიას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.