საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გამარჯვებასა და კუმისში, საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და კუმისში, საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა.

სოფელ გამარჯვებაში 110 ბავშვზე, ხოლო სოფელ კუმისში 90 აღსაზრდელზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

საბავშვო ბაღების მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 3 ‘ 379 ‘ 029 ლარს შეადგენს.