საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი სოფელ მუღანლოშუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

10 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ ბექა ონიანთან ერთად სოფელ მუღანლოს ესტუმრა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სოფელ მუღანლოში 1 260 მეტრის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „გარდაბნის საგზაო სამმართველო“ 370 000 ლარად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასრულებს.

შიდა გზების მოასფალტება 20 მარტს დაიწყო და მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება.