საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის ჭაბურღილის, მაგისტრალური და შიდა მილსადენის, 500მ3 რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს

27 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ზაზა ონიანთან და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – გიორგი გურულიშვილთან ერთად, სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობას შეხვდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა.

ამ ეტაპზე სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის ჭაბურღილის, მაგისტრალური და შიდა მილსადენის, 500მ3 რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 149 888 ლარს შეადგენს.

უკვე დასრულებულია ტენდერი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 408 062 ლარია გამოყოფილი.