საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქ გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან – ზაზა ონიანთან და ზურაბ მჭედლიშვილთან ერთად, გამარჯვების, აშილ ბილალის ქუჩებისა და თბილსრესის დასახლების პირველი კვარტლის №1 და №3 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ გამარჯვების ქუჩაზე უახლოეს მომავალში ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. გარდა ზემოაღნიშნული ქუჩისა, იმავე პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ლელაშხასა და კაპანახჩის დასახლებებსა და აშილ ბილალის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტი რეგიონული ფონდის დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 1 519 000 ლარს შეადგენს.

ამის შემდეგ ხელმძღვანელი პირები თბილსრესის დასახლების, პირველი კვარტლის №1 და №3 კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდნენ, განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
აღნიშნულ მრავალსართულიან კორპუსებში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, თანამედროვე ლიფტები გაკეთდა. პროექტის ღირებულებამ 795 998 ლარი შეადგინა.

საკრებულოს თავმჯდომარი განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.