საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში წყლის ცენტრალურ რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში წყლის ცენტრალურ რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოების პროცესი გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით გაკეთდა მაგისტრალური და შიდა მილსადენი ასევე მოხდა მოსახლეობის გამრიცხველიანება.
პროექტი რეგიონული ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 150 000 ლარს შეადგენს.სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყალი თანაბრად გადაუნაწილდება და მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდება.
მოგვიანებით რამაზ ბუდაღაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.