საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნაგებსა და გამარჯვებაში ახლადაღდგენილი საბავშვო ბაღები გაიხსნა

4 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა სოფელ ნაგებსა და გამარჯვებაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გახსნეს. საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ.

სააღმზრდელო დაწესებულებების შენობები სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა, მოეწყო გარე ფასადი და საბავშვო ატრაქციონები.

სოფელ ნაგების საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 190 751 ლარი შეადგინა.

სოფელ გამარჯვება 1-ის საბავშვო ბაღის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 72 674 ლარი შეადგინა.

სოფელ გამარჯვება 1-ის საბავშვო ბაღი 30, ხოლო ნაგების – 25 აღსაზრდელზეაგათვლილი. ბაღების გახსნის შემდეგ, დამატებით 15 ადამიანი დასაქმდა.

გასულ წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 23 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 859 917 ლარი დაიხარჯა.