საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგით მესამე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 6 საკითხი განიხილეს.

გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს წევრებმა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წალასყურში მცხოვრები მზიური ჩაჩანიძისთვის და სოფელ თელეთში მცხოვრები ეთერ მერაბიშვილისთვის დახმარების გაწევას, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N278 განკარგულებაში ცვლილების შეტანას და საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხს დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი შალვა გურულიშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ონიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი აზა ონიანი დაესწრნენ.