საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი წლის ანგარიშს აქვეყნებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ერთი წლის ანგარიშს აქვეყნებს.

“მინდა მოგმართოთ ყველას გარდაბნის თითოეულ მოქალაქეს და მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და მხარდაჭერისათვის. სწორედ თქვენი ნდობა არის საფუძველი ჩემთვის და მთელი გუნდისთვის გვქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საკუთარი ამომრჩევლისა და თითოეული გარდაბნელის წინაშე. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ახალარჩეულმა საკრებულომ მუშაობა დაიწყო და მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოსა და ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს:
 საკრებულოს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება
 საკრებულოს სხდომების ორგანიზება, საკითხების განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება;
 საკრებულოს აპარატის ორგანიზაციული საქმიანობის ხელმძღვანელობა
გარდაბნის საკრებულოში ფუნქციონირებს ხუთი მუდმივმოქმედი კომისია და ოთხი ფრაქცია. კომისიებისა და ფრაქციების საქმიანობის შედეგად ხდება მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა:
 საკრებულოს 21 სხდომა 11 გეგმიური და 10 რიგგარეშე
 ბიუროს 14 სხდომა 11 გეგმიური და 3 რიგგარეშე
 სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 16 სხდომა
 საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის 17 სხდომა
 სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 16 სხდომა
 ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 9 სხდომა
 სოციალურ საკითხთა კომისიის 15 სხდომა
 საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ 9 სხდომა
 ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ 5 სხდომა
 ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ 3 სხდომა
 ფრაქცია „ახალი გარდაბანი“ 1 სხდომა.
საკრებულოს სხდომებზე სულ განხილულ იქნა 333 საკითხი, მიღებული იქნა 279 განკარგულება და 54 დადგენილება.
საანგარიშო პერიოდში საკრებულოში შემოვიდა 882 კორესპოდენცია მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ყველა მათგანზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა რეაგირება, მინდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ღია და გამჭვირვალე მმართველობა.

საკრებულოს კომპეტენციების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, მათ შორის:
 მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე პრიორიტეტების განსაზღვრა, 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირება და დამტკიცება.
 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება.
 განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
 მუნიციპალური ქონების ეფექტური მართვა და განკარგვა.
 ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები და ღონიძიებები.
გარდაბნის ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა 440 ათასი ლარით, თანხები ძირითადად მიმართულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ასევე პრიორიტეტულია განათლება კულტურა, სპორტი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია მოქალაქეებზე ზრუნვა, ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამა. (2018.18.01. N3 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის, ასევე დროებით რეგისტრირებული – იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, ბენეფიციართა კატეგორიებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. პროგრამის ფარგლებში მხოლოდ საკრებულომ (გარდა მერიისა) განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 13 საკითხზე, დაფინანსდა 13 სამედიცინო მომსახურება და ჯამში შეადგინა 83 676 ლარი.
ასევე მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურის ხელშეწყობა ამ მხრივ აღსანიშნავია „ათასწლეულების გამოწვევის ფონდის“ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლები თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით აღიჭურვა, მოეწყო საბუნებისმეტყველო საგნებისათვის განკუთვნილი კაბინეტები, კომპიუტერული ლაბორატორია, სპორტული დარბაზები და კეთილმოწყობილი სასწავლო ოთახები. მიმაჩნია, რომ აუცილებელი სპორტისა და ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ამ კუთხით აღსანიშნავია საკრებულოს გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოვების შესახებ. სულ დაჯილდოვდა 33 სპორტსმენი და 9 მწვრთნელი და მათმა უმრავლესობამ რამდენჯერმე მიიღო ფულადი ჯილდო, თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში არის გათვალისწინებული და გაცემული ჯილდოს ოდენობამ შეადგინა 53 750 ლარი.
უნდა აღინიშნოს რომ ერთ – ერთი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაცია, ამიტომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებისა და მუნიციპალიტეტის მერიასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, რეგიონალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მერიის შესაბამისი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ განხორციელდა 44 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 10 017 260 ლარი, სამუშაოები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით:
 საგზაო ინფრასტრუქტურა
 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები.
 სკვერების რეაბილიტაცია, ახალი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.
 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპი, ჯამში 22 საბავშვო ბაღი სრულად იქნა რეაბილიტირებული.
 მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის I ეტაპის დარჩენილი სამუშაოების კორექტირება და II ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები.
აქვე მინდა აღვნიშნო რომ დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის ხელშეწყობის მიზნით შევქმენით განდერული თანასწორობის საბჭო, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, საბჭო უზრუნველყოფს გენდერულ საკითხებზე სისტემატურ და კოორდინირებულ მუშაობას. საბჭოს გამართული მუშაობის ხელშეწობის მიზნით თანხა გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული და მონაწილეობს ყველა იმ პროცესში, რომელიც პრიორიტეტულია და მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. მე და ჩემი გუნდი ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ამ მიმართულებით. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩევლებთან და თითოეული მოქალაქესთან. ჩვენ არ გვაქვს მოქალაქეთა მიღების დღე დაწესებული, რათა მათ შეუზღუდავად შეეძლოთ ჩემთან როგორც საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასევე მოადგილესთან, კომისიებისა და ფრაქციების თავჯდომარეებთან შეხვედრა და საკუთარი პრობლემების გაზიარება. გარდა ამისა, ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვერდებს, ადგილობრივი საკითხების განხილვისა და მათ გადაწყვეტაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობისათვის.
წლის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიმუშავეთ 2019 წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე, პროცესში აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდრომარე, მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე დეტალურად იქნა შესწავლილი და განხილული საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების მიერ. 2018 წლის 24 დეკემბერს საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, მომავალ წელს პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, განათლებას, კულტურას, მოსახლეობის ჯანმრთლობის დაცვასა და სოციალურ პროგრამებს მიენიჭა.
და ბოლოს, მიუხედავად აღნიშნულისა ქალაქ გარდაბანში და მთელს მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. გპირდებით, რომ ჩემ გუნდთან ერთად ვიზრუნებ, რათა თითოეული თქვენგანისა და გარდაბნის ყველა სოფლის პრობლემა იყოს გათვალისწინებული და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებული”, აცხადებს ტარიელ ჯანხოთელი