საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა სოფელ გამარჯვებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.

პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის შიდა ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა. განახლებული სააღმზრდელო დაწესებულებით 200-მდე ბავშვი სარგებლობს.

ბაღი მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით გარემონტდა, სამუშაოების ღირებულებამ 241 000 ლარი შეადგინა.

2019 წელს, სოფელ გამარჯვების საბავშვო ბაღში შენობის გარე ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდება.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.