საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვახტანგისსა და საცხენისში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვახტანგისსა და საცხენისში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა.

სოფელ ვახტანგისში საბავშვო ბაღის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 263 419 ლარი შეადგინა, ხოლო სოფელ საცხენისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ღირებულება 70 951 ლარია.

პროექტის მიხედვით სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ორივე ბაღი. მოეწყო გარე ფასადი და დაიდგა საბავშვო ატრაქციონები.

 ბაღების გახსნას გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი – სავალან მირზოევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი – შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელი დაესწრნენ.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.