საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მოქალაქეებს შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდა.

გარდაბნის მერიის ცნობით, მერმა პირადად მოისმინა მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხები და მათ მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

რამაზ ბუდაღაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველი კვირის პარასკევი, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეა.