საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტი „ბოლნისქალაქობა 2018“-ს შეუერთდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი „ბოლნისქალაქობა 2018“-ის სახალხო დღესასწაულს  შეუერთდა. სახალხო დღესასწაულს გარდაბნის მუნიცილიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წაფრმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეთნოკუთხეები, ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და ქვევრის ღვინოს გამოფენა გაყიდვა, წლევანდელი „ბოლნისქალაქობის” მთავარი სავიზიტო ბარათი იყო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატები და აზერბაიჯანელი თვითნასაწავლი მხატვრის, რასიმ გასანოვის ნამუშევრები. „ბოლნისაქალობა 2018″ ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა, „სუხიშვილებმა” დახურეს.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.