საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრან-თელეთში გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრან-თელეთში, 324, 699 ლარის ღირებულების გზის საფარის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე 1 176 მეტრის გზის არსებულ საფარზე მოფრეზვის სამუშაოები მიმდინარეობს. მუხრან-თელეთში გზის სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო კომპანია შპს „იბერი“ ახორციელებს.

“აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა, რაც გზაზე გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ გზის მშენებლობა 2018 წლის ბიუჯეტში გაწერა”, აცხადებენ მერიაში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზის საფარის მშენებლობა, მიმდინარე წლის, 19 ოქტომბერს დასრულდება.