საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში №2 საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში №2 საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Build Territory“ 240 142 ლარად ასრულებს.

პროექტის მიხედვით, გაფართოვდება და სრულად აღდგება არსებული შენობა. დასრულების შემდეგ განახლებული ინფრასტრუქტურით 150 ბავშვი ისარგებლებს.

მიმდინარე წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 23 ბაღი აღდგება.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.