გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ბაგა-ბაღების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „Build territory“ ასრულებს.
პროექტის მიხედვით, სრულად გარემონტდება სოფელ მარტყოფის №1 და №2 საბავშვო ბაღები. ახალი სასწავლო წლიდან განახლებული ინფრასტრუქტურით 308 ბავშვი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 350 257 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 23 ბაღი აღდგება.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.