საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოების შესასრულებად ხუთი ტენდერი იყო გამოცხადებული, აქედან ოთხი ტენდერი ჩატარდა, ოთხივეში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, ხოლო ერთი ტენდერი ჩაიშალა, – აღნიშნულის შესახებ „ბიზნესკონტინენტს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა.

„პირველი ტენდერი – საცხენისში, ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების აღდგენას გულისხმობს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაოები დაწყებულია.

მეორე ტენდერში შედის გამარჯვების #2, მარტყოფის #1, მარტყოფის #2, ახალი სამგორის, სართიჭალის #1 და #2 საბავშვო ბაღების აღდგენა. ტენდერი გამოცხადდა 16 მაისს და დასრულდა 6 ივნისს. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან, სავარაუდოდ, 2 ივლისიდან გაფორმდება.

მესამე ტენდერი გაყოფილი იყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილში სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა ცალკე. დაიწყო 18 მაისს და დასრულდა 11 ივნისს.

მესამე ტენდერის მეორე ნაწილში გარდაბნის პირველი, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია იგულისხმება. ტენდერი გამოცხადდა 18 მაისს და დასრულდა 12 ივნისს.

გამარჯვებული გამოვლიდა მესამე ტენდერის მეორე ნაწილში. ხელშეკრულება აქაც, სავარაუდოდ, 2 ივლისიდან გაფორმდება.

გამოცხადებული იყო კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი საბავშვო ბაღების გარდა, ქესალოს, ნაზარლოს, ვახტანგისის, ყარაჯალარის, ნაგებისა და გამარჯვების მე-3 ბაღში სამუშაოებს ითვალისწინებს. გამოცხადდა ტენდერი 16 მაისს და დამთავრდა 7 ივნისს. აქაც ტენდერი კანონის ფარგლებში გაფორმდება.

ტენდერი ჩაიშალა – მესამე ტენდერის პირველ ნაწილში, რომელიც სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას გულისხმობდა.

ტენდერის ჩაშლის მიზეზი იყო ის, რომ მონაწილეობა არავინ მიიღო. დანარჩენი ტენდერებიდან კი, ოთხიდან სამში გამარჯვება ერთმა ფირმამ მოიპოვა“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ლევან ჩადუნელმა.