გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2.600 მეტრი სიგრძის შიდა გზის კეთილმოწყობა ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „სკინჩის“ ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს პროექტის მონიტორინგის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი და ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ონიანი გაეცნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გამართული საგზაო ინფრასტუქტურა, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.