საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

8 მარტს ქალთა დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სართიჭალის ფილიალის ორგანიზებითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ამავე ფილიალთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ათინათის” კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილესთან რევაზ ეგაძესთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან ავთანდილ ჯანხოთელთან, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორთან ლელა ბენდელიანთან და სოფელ სართიჭალაში მერის წარმომადგენელთან ივანე ბიძინაშვილთან ერთად დაესწრო.

ანსამბლის წევრებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა რამაზ ბუდაღაშვილმა ქალბატონებს ქალთა დღე სცენიდან მიულოცა და საჭიროების შემთხვევაში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. დასასრულს კი, საგანგებოდ ამ დღისთვის მოწვეული საპატიო ქალბატონები მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მოადგილემ რევაზ ეგაძე ყვავილებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

დასაჩუქრდნენ: მრავალშვილიანი დედა – თაია არაბული; ექიმი გინეკოლოგი – თამარ წამალაძე; საბავშვო ბაღის გამგეები – სულიკო ნოზაძე, ცარო ბურთიკაშვილი, რეიჰან ბაბაევა; გამგეობის ყოფილი ბუღალტრები – ნანული წიკლაური და ზაირა კოკოზაშვილი; სართიჭალის ყოფილი ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები – ლილი ჯანთიშვილი და ლამარა ბარბაქაძე; მუღანლოს სკოლის ყოფილი დირექტორი და ამჟამად სასწავლო ნაწილის გამგე – დილარა აბაზოვა;

ანსამბლ „ათინათის” ქორეოგრაფებმა თინა ჟვანიამ და თემურ ადეიშვილმა მუნიციპალიტეტის მერს რამაზ ბუდაღაშვილს და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორს ლელა ბენდელიანს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.