საქართველო

გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა „NDI“-ის ანალიტიკოსს მუნიციპალიტეტში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერის მოადგილე რევაზ ეგაძე საერთაშორისო ორგანიზაცია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე და ამ მხრივ მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, „NDI“-ის გრძელვადიან ანალიტიკოსს, ქეთრინ ფინანს მუნიციპალიტეტში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საკითხი ასევე შეეხო წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს, რაზეც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა რამაზ ბუდაღაშვილისგან ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხები მიიღეს.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.