საქართველო

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების (LED) ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების(LED) ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის შესახებ, რეგიონისა დამუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა, პროექტის მენეჯერმა, თიკო ტყეშელაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ანა ქათამიძემ გააცნეს.

საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წევრებთან ერთად, ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების განმაპირობებელ ფაქტორებზე. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული მიმართულებით, მიზნობრივი პროექტების საჭიროებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმატებულად განხორციელების მნიშვნელობაზე. დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით სწორედ იმ განაცხადების დაფინანსებაა გათვალისწინებული, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციური სერვისების და მექანიზმების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას. პროექტები ადგილობრივი განვითარების დოკუმენტებში ასახული პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, ასევე, ეკონომიკურ საქამიანობაში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვას უნდა ემსახურებოდნენ.