საქართველო

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების გაერთიანების ხელმძღვანელ ჯემალ დავითაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრას დაესწრო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების გაერთიანების ხელმძღვანელ ჯემალ დავითაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტების დონეზე სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯესების მიზნით, გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრა მიზნად, მუნიციპალიტეტის მერებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელებისათვის სფეროში მიმდინარე ცვლილებების, სტანდარტების დანერგვის, მიღწევის გზებისა და საშუალებების გაცნობას ისახავდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა არსებული გამოწვევების, გამოცდილების გაზიარების, სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავებისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.