საქართველო

გარდაბნის მერიამ აღთაკლია-ყარათაკლიას საბავშო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპზე სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას საბავშო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპზე, სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოების მეორე ეტაპი, როგორც შენობის კეთილმოწყობას ასევე ეზოს მოწესრიგებასა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს მოიცავს.

ექვს ჯგუფიანი საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობისთვის გარდაბნის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 009 196.00 ლარი გაწერა.

სამშენებლო პროცესი ტენდერის დასრულებისა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება.