საქართველო

გარდაბნის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს, ა(ა)იპ „სუფთა ქალაქის“ ტექნიკურ პერსონალს დღეიდან, ახალი დიზაინით შექმნილი სამუშაო ფორმები ექნება.

„სუფთა ქალაქის“ სამსახურში ამ ეტაპზე 40 თანამშრომელი მუშაობს, რომლებსაც სპეციალური დიზაინით შეკერილი ტანსაცმელი გადაეცათ.

ა(ა)იპ „სუფთა ქალაქის“ თანამშრომლები მოძველებული უნიფორმით მუშაობდნენ, რაც გარკვეულწილად სამუშაოს შესრულებისას თითოეულ მათგანს დისკომფორტს უქმნიდა.

დასუფთავების სამსახურისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ახალი ნაგავმზიდი „თეგეტა თრაქ ენდ ბასისგან“ შეიძინა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სპეც მანქანები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას ივლისის დასაწყისამდე უნდა მიაწოდოს. ახალი მანქანების დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი”, ნათქვამია გარდაბნის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.