საქართველო

გარდაბანში, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ქალაქ გარდაბანში, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

საზეიმო ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერ კობერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი დაესწრნენ.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.