საქართველო

განათლების სამინისტროში ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით, განათლების სამინისტროში ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამართულ შეხვედრას ტექსტილის ინდუსტრიის 10-ზე მეტი კომპანია დაესწრო, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ აღნიშნულ ინდუსტრიაში და ახორიელებენ პროდუქციის რეალიზებას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ ტექსტილის სექტორთან პირველი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრთან ოქტომბერში შედგა, რა დროსაც სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება მოხდა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა იყო, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ნათია თურნავას ინიციატივით მოხდებოდა შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთავრობა მხარდაჭერას აღმოუჩენს ტექსტილის ინდუსტრიას კადრების მომზადება-გადამზადებაში გარკვეულ პროგრამებში. აღინიშნა, რომ შემუშავდება კონკრეტული მიმართულებები საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების კუთხით, სადაც მოხდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ძალიან წაადგება ამ დარგის განვითარებას.