საქართველო

განათლების მინისტრი: მეხუთე კლასიდან ზემოთ, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„15 თებერვალს უკვე სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან“, – განაცხადა ჩხენკელმა.