საქართველო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კიბერთავდასხმებზე ისაუბრეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმების შესახებ ისაუბრეს.

როგორც გაერო-ში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სვენ იურგენსონმა განაცხადა, ნათელია, ვინ განახორციელა ჰაკერული თავდასხმები.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა განახორციელა ჰაკერული თავდასხმები, ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების დაზიანების მიზნით. ეს ჰაკერული თავდასხმები რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა სვენ იურგენსონმა.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიბერთავდასხმების საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს.