მსოფლიოს ახალი ამბები

გაერო: მსოფლიოს მუშახელის ნახევარზე მეტი – 1.5 მილიარდი – საფრთხეშია, რომ აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები

მსოფლიოს მთლიანი მუშახელის ნახევარზე მეტი – 1.5 მილიარდზე მეტი – საფრთხეშია, რომ პანდეემის შედეგად აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები, იტყობინება BBC გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო შრომის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

მსოფლიოში 3.1 მილიონი ადამიანია უკვე ინფიცირებული ახალი კორონავირუსით -„კოვიდ-19“-ით, რომელმაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში იფეთქა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი თითქმის 220 000-ს აღწევს.

მსოფლიო შრომის ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშ ის ადამიანები არიან, რომლებიც არაოფიციალურად არიან დასაქმებულები ისეთ სექტორებში, როგორიცაა საცალო, სამრეწველო-გადამამუშავებელი სექტორებ და მომსახურებების ინდუსტრია.

BBC-ის ცნობით, პანდემიის პირველ თვეში უკვე, არაოფიციალურად დასაქმებული 2 მილიარდი ადამიანის ხელფასები მთელ მსოფლიოში საშუალოდ 60%-ით დაეცა.

„მილიონობით მუშისთვის, უხელფასობა ნიშნავს საკვების გარეშე ყოფნას, უსაფრთხოების და მომავლის გარეშე ყოფნას. მთელ მსოფლიოში მილიონობით ბიზნესი ძლივს სუნთქავს. მათ არ აქვთ დანაზოგები ან კრედიტზე ხელმისაწვდომობა… თუკი ჩვენ არ დავეხმარებით მათ ახლა, ისინი შეიძლება უბრალოდ გაუჩინარდნენ“, განაცხადა მსოფლიო შრომის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გაი რადერმა.

GUARDIAN.GE