საქართველო

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვდება.

ვაშაძის თქმით, „ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ვარ ქართველი. ვერ წაგვართმევენ მშობლიურ ენას, რომელზეც ვერ მეტყველებენ; ვერ წაგვართმევენ თავისუფლებას და ვერ წაგვართმევენ ღირსებას”.

„საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო. ჩვენ ავიღეთ 800 000-ზე მეტი ხმა. პოლიტიკური გარემო ისე არის შეცვლილი, რომ არავითარი მორალური და პოლიტიკური საფუძველი ქურდულ ოცნებას ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, აღარ ჰქონდა და მით უმეტეს, აღარ აქვს დღეს…. ზუსტად ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით”, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.