საქართველო

ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – მირზა სულუხია (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა.