ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბრიტანეთის პოლიცია სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილს სდებს ბრალს

ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, მიმდინარე წლის მარტში, მამა-შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ და პროკურატურამ ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი დაასახელა და განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ.

პოლიციის ცნობით, ისინი (დაბლა ფოტოზე), ნამდვილი რუსული პასპორტებით – ალექსანდრ პეტროვის (ფოტოზე ხელმარცხნივ) და რუსლან ბოშიროვის სახელებით დიდ ბრიტანეთში „აეროფლოტის“ რეისით სკრიპალებზე განხორციელებულ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ჩაფრინდნენ. პროკურატურის განცხადებით, არსებობს საკმაო სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ.

„პროკურატურის კონტრტერორიზმის განყოფილების  პროკურორებმა შეისწავლეს სამხილები და დაასკვნეს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ ბრალის წარდგენის რეალისტურ პერსპექტივას ჰქონდეს ადგილი და მკაფიოა, რომ საზოგადოების  ინტერსებში შედის ბრალი წარედგინოთ ალექსანდრ პეტროვს და რუსლან ბოშიროვს, რომლებიც რუსი ეროვნების არიან“, განაცხადა პროკურატურის ლეგალური სამსახურების დირექტორმა, სიუ ჰემინგმა.

guardian.ge