მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართება

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარჯვენე კანდიდატი ჯაირ ბოლსონარო გავიდა და მეორე ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, მისი მეტოქე მემარცხენე „მუშათა პარტიის“ კანდიდატი, ფერნანდო ჰადადი იქნება.

თითქმის მთლიანად არის დათვლილი ხმები და ბოლსონაროს 46% აქვს მიღებული, ჰადადს კი 29%. მეორე ტურის გამართვის საჭიროება კი იმის გამო დადგა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ის ან მეტის მიღება.