მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ შემოთავაზებულ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ემანუელ მაკრონი მას ბოდიშს მოუხდის

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ შემოთავაზებულ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მას ბოდიშს მოუხდის.

„დახმარებას იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ მაკრონი ბოდიშს მომიხდის, რადგან მან ჩემი პიროვნება შეურაცხყო და მატყუარა მიწოდა“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

უფრო ადრე „დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრებმა ბრაზილიას ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი შესთავაზეს, რაზეც ბრაზილიამ უარი განაცხადა.