მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

ბრაზილიაში, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების შტურმის შემდეგ, კონგრესზე კონტროლი დაიბრუნეს

ბრაზილიაში უსაფრთხოების ძალებმა კონგრესზე კონტროლი დაიბრუნეს მას შემდეგ, რაც იქ ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები შეიჭრნენ. ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები დედაქალაქ ბრაზილიაში ასევე უზენაესი სასამართლოს შენობაშიც შეიჭრნენ.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, როდესაც ეროვნულ დროშაში გახვეულმა დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლეს ალყა შემოარტყეს.

ბოლსონარომ, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ვეტერან ლუის ინასიო ლულა და სილვასთან წააგო.

ბოლსონაროს მხარდამჭერები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სამხედრო ინტერვენციისა და ლულას გადადგომის მოწოდებებით გამოდიან.

ლულამ, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება სან-პაულოს შტატში, აჯანყებულებს „ფანატიკოსი ფაშისტები“ უწოდა და მათი დასჯის პირობა დადო.

GUARDIAN.GE